რეზონანსი
09.05.2019

 (რეზონანსი) ჭიათურა-საჩხერის გზაზე, მთებს შორის მეწყერი ჩამოწვა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, მეწყერმა ჩაკეტა ადგილზე არსებული მცირე ზომის მდინარე, რამაც წყლის დაგუბება წარმოშვა.

მათივე განმარტებით, ადგილზე მაშველები და გეოლოგები მუშაობენ. როგორც უწყებაში განმარტავენ, მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ დგას, ვინაიდან ადგილი, სადაც მეწყერი ჩამოწვა, დასახლებული პუნქტისგან დაახლოებით 2 კილომეტრშია.

„მიწის მასის ჩამოშლის გამო დაგუბდა მდინარე, გაკეთა ერთგვარი აუზი, თუმცა საშიშროებას არ წარმოადგენს. ადგილზე არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და გეილოგები. თბილისიდან გაემგზავნა ასევე, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ჯგუგი. უნდა შეფასდეს სიტუაცია, უნდა მოხდეს შესწავლა, წარმოქმნილი აუზიდან წყალი როგორ შეიძლება დაიცალოს ისე, რომ რაიმე საფრთხე არ შექმნას. საპანიკო, საევაკუაციო არაფერი არ არის", - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×