რეზონანსი
09.05.2019

გუბაზ სანიკიძემ  “დემოკრატიული მოძრაობა” დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პარტია ავრცელებს.

"დემოკრატიული მოძრაობის” განცხადებით, გუბაზ სანიკიძე ნინო ბურჯანაძეს შეხვდა, რა დროსაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ის პოლიტიკურ საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებს.

"შეხვედრის დასასრულს ნინო ბურჯანაძემ და გუბაზ სანიკიძემ ერთმანეთს წარმატება უსურვეს", – აცხადებენ პარტიაში.

გუბაზ სანიკიძე “დემოკრატიულ მოძრაობაში” გაწევრიანებამდე, 10 წლის მანძილზე, “ეროვნულ ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი იყო. გუბაზ სანიკიძე ასევე იყო მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკით – “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×