რეზონანსი
09.05.2019

 (რეზონანსი) პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ, სასტუმრო „მამიდას" მფლობელ როენა ხუცურაულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

ბრალი ოფიციალურად წარედგინა ხუცურაულთან ერთად დაკავებულ სხვა პირებსაც.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით ედებათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს. წინასწარ განზრახული ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისთვის აღნიშნული მუხლი 3-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით ხუთი პირი, მათ შორის სასტუმრო „მამიდას" მფლობელი გუშინ დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×