რეზონანსი
09.05.2019

 (რეზონანსი) BBC-ის რადიოს თანამშრომელი დენი ბეიკერი, სამსახურიდან პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილის შიმპანზეს შედარებისთვის გაათავისუფლეს.

ბეიკერმა სამეფო ოჯახის ახალი წევრის დაბადებიდან რამდენიმე საათში Twitter-ზე ფოტო დადო, რომელშიც ქალს და კაცს შიმპანზესთვის ხელი აქვთ ჩაკიდებული. ფოტო კი წამყვანმა ასე დაასათაურა: სამეფო ბავშვი ტოვებს ჰოსპიტალს.

დენი ბეიკერმა თავისი ტვიტის გამო ბოდიში უკვე მოიხადა. მისი თქმით, ფოტოს დადებისას სამეფო ოჯახის დაცინვის განზრახვა არ ჰქონია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×