(რეზონანსი) სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ პაშინიანი მიიჩნევს, რომ სქესობრივი განათლება აუცილებელია. მისი თქმით, ბავშვები იზრდებიან და კონკრეტულ ეტაპზე სჭირდებათ ცოდნა და ამისათვის აუცილებელია ინფორმაციის სწორად მიწოდება
"ბავშვები იზრდებიან და ცხოვრების სხვა ეტაპზე გადადიან. მაშ, საიდან უნდა მიიღონ ინფორმაცია? ქუჩიდან? ინტერნეტში ბავშვებისთვის აკრძალული ვიდეომასალებით, პორნო-საიტებით? წავიკითხე წიგნი და მასში უცნაური ვერაფერი ვნახე. პატივისცემით ვარ განწყობილი ადამიანების მიმართ და მზად ვარ, მათი მოსაზრება მოვისმინო, რატომ არის ეს გარყვნილება. აუცილებელია, ბავშვების სქესობრივი განათლების უზრუნველყოფა. შუა საუკუნეებში ხომ არ ვართ?!", - ამბობს ფაშინიანი.
სომხეთის პრემიერი ამ განცხადებით გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც საზოგადოებაში წიგნის, ჩემი პირადი სხეულის პრეზენტაციამ გამოიწვია. პაშინიანმა თქვა, რომ წიგნში გარყვნილება ვერ აღმოაჩინა.
პაშინიანმა სქესობრივი განათლების არქონის მინუსებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უმეტეს შემთხვევაში იმპოტენციის მიზეზი სწორედ ეს არის.
გარდა ამისა პრემიერმა აღნიშნა, რომ სომხეთში არსებობს მავნე პრაქტიკა, როდესაც უფროსები ბავშვებს გინებას ასწავლიან.
"მოდის უფროსი და ეუბნებიან ბავშვს: მიდი აგინე. ესეც ეუბნება მე შენი და მიდის სიცილი", - პრემიერმა პრესკონფერენციაზე სიცილი განასახიერა და განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში რატომღაც არავინ ფიქრობს გარყვნილებაზე.