რეზონანსი
09.05.2019

 (რეზონანსი) საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე კავკასიის მაღალ მთაზე მიჯაჭვული ამირანის სახელობის დღის დაწესებას მოითხოვს.

„ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შევდივარ პარლამენტში. მოვითხოვ დაწესდეს „კავკასიის მაღალ მთაზე მიჯაჭვული ამირანის სახელობის დღე". ამით ოფიციალურად დაკანონდება პრომეთეს მითის ქართული წარმომავლობა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას.

p.s. მეტად მნიშვნელოვანი და დროული იყო ასევე პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით „წილხვედრობის" საქართველოსთვის დაპატენტება, რადგან ამას აუცილებლად იზამდა ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის გვეცილება პირველობაში", - წერს რომან გოცირიძე ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×