რეზონანსი
09.05.2019

 (რეზონანსი) ბიზნესმენი ლევან ვასაძე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს შემთხვევითობა არ ყოფილა. ამის დასტურად კი ვასაძეს მისი ფრანგი მეგობრის სატელეფონი ზარი მოჰყავს, რომელმაც უთხრა, რომ ნოტრ-დამის ხანძარი ფრანგების ცოდვებს უკავშირდება.

„არ შეიძლება ნოტრ-დამის ხანძარი შემთხვევითობა იყოს. ჩემმა ფრანგმა მეგობარმა ფაბრიკ სოლანმა, მეღვინემ, რომელმაც პარიზში მამათმავლების აღლუმის წინააღმდეგ 2 მილიონი კაცი გამოიყვანა აქციაზე, გამაღვიძა და მითხრა - ლევან ძმაო, ეს ყველაზე მძიმე წუთებია ჩემს ცხოვრებაში. შევეცადე გამემხნევებინა - უფალი დაიფარავს საფრანგეთსთქო. არა, ღირსები ვართ, იმდენი ცოდვა გვაქვსო - მითხრა ჩემმა მეგობარმა. გული მომიკვდა ჩემი მეგობრის საცოდაობით. კიდევ რამდენჯერმე მომწერა იმ უძილო ღამეს, გამთენიისას კი მითხრა - უფლის გვირგვინი გადარჩაო", - ამბობს ლევან ვასაძე საკუთარ მიმართვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×