რეზონანსი
09.05.2019

 (რეზონანსი) თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში ბალერინების ქანდაკებები დააზიანეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

თბილისის მერიის „ეკოსერვის ჯგუფმა" რეაბილიტაციის მიზნით დაზიანებული ქანდაკებები საცავში გადაიტანა.

„უახლოეს მომავალში მოხდება შადრევნის სრული რეაბილიტაცია და ქანდაკებები ბაღს დაუბრუნდება", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×