რეზონანსი
09.05.2019

 (რეზონანსი) ჩვენ, ცოცხალი თავით, პარლამენტის წინ აქციას არ დავშლით, - ამის შესახებ პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლემ, მედიკო მარგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აქცია გაგრძელდება იმ შემთხვევაშიც, თუ მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ.

„არ მგონია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავონ. დღეს დილით მოვისმინე ჩანაწერი. ვფიქრობდი, მივიდე ტელევიზიაში და სიტყვა-სიტყვით გადავთარგმნო, თავის ძმისშვილს არიგებს. ერთადერთი, გოგაშვილზე ამბობს, რომ მაგის ვინაობა დაადგინოს, საფლავი რომ იცოდეს. ერთი სიტყვა ისმის, „უნდა ავაფეთქოთ გოგაშვილი". წარმოიდგინეთ, შვილჩაცხრილული მამა, ასეთი ტრაგედიის მერე ქუჩაში დგას წელიწდანახენვარია, სამართალს ვერ პოულობს", - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

რაც შეეხება სოსო გოგაშვილის განცხადებას, რომ სპეცოპერაციის ღამეს პანკისში არ ყოფილა, მედიკო მარგოშვილი ამბობს, რომ გოგაშვილი იქ მეორე დილით ჩავიდა და მასთან შელაპარაკებაც მოუხდა.

„ჩემს შვილთან ვითხოვდი შესვლას, გზაში შემხვდა, მე და გოგაშვილს გვქონდა შელაპარაკება. მე არც ვიცოდი, მაშინ ვინ იყო გოგაშვილი. მან მითხრა, ვინ გყავდათ სტუმრებიო. თითის დაქნევით მითხრა, ხომ გახსოვს, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე რა მოხდაო? სტუმრები ვინ გყავდაო. სტუმრებს ვის გულისხმობთ არ ვიცი, მაგრამ სალოსზე რაც მოხდა ვუყურე, მერე რა შუაშია-მეთქი? თითის დაქნევით მითხრა, ძალიან კარგად იცი, რაც არისო", - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×