რეზონანსი
09.05.2019

 (რეზონანსი) ვაკის პარკში აქციაზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ჯამში სამი პირია დაკავებული.

ამჯერად დაკავების მიზეზი როგორც შსს ამბობს, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა გახდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ვაკის პარკში, 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კონტრაქციის წევრი, 1975 წელს დაბადებული კ.კ დააკავეს. აღნიშნული პირი შეეცადა განსხვავებული პოზიციის წარმომადგენლებისთვის დროშის ტარით მიეყენებინა დაზიანება, რა დროსაც პოლიციამ ის ადგილზე დააკავა. კ.კ დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

მანამდე ვაკის პარკში აქციებზე ორი პირი დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×