(რეზონანსი) ვაკის პარკში პრორუსული ორგანიზაციების ორგანიზებულ ე.წ. „უკვდავი პოლკის" აქციაზე ოკუპანტი ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები კეთდება და ამასთან, გამოტანილია ამავე შინაარსის ტრანსფარანტები.
„რუსეთი ოკუპანიტი არ არის. არც პუტინი. შეიძლება რუსეთში ვინმე იყოს ოკუპანტი, მაგრამ არა პუტინი. თუ გვიშველის ისევ რუსეთი და მე ამის იმედი მაქვს. 81 წელი მშვიდობით ვიცხოვრე და ამის იმედი მაქვს. იმის ძახილი, რომ რუსეთი მტერია არ შეიძლება, არც პუტინია ოკუპანტი" - ამბობს ვაკის პარკთან „უკვდავი პოლკის" აქციის მონაწილე ჯემალ თედორაძე, რომლის აზრსაც აქციის სხვა მონაწილეებიც იზიარებენ.
პრორუსული „უკვდავი პოლკის" აქცია ვაკის პარკთან 9 მაისთან დაკავშირებით დაიგეგმა. იმავე ტერიტორიაზე იმართება კონტრაქცია მთავარი სლოგანით - ПУТИН-ХУЙЛО!
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 74-ე წელი შესრულდა.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე კაცი გაიწვიეს. ქართველებმა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადეს. ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.