რეზონანსი
09.05.2019

 ვაკის პარკი, სადაც 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები იკრიბებიან, სამწუხარო სტატისტიკის ერთგვარი აღრიცხვის ადგილიც ხდება. სწორედ აქ არკვევენ მოხუცები, ვინ გამოაკლდა მათ რიგებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში. იმავდროულად არსებობს ოფიციალური მონაცემებიც.

ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, საქართველოში ამჟამად დაახლოებით ომის 490 ვეტერანია. შარშან კი - 670 იყო.

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე კაცი გაიწვიეს. ქართველებმა ყველაზე დიდი დანაკარგი განიცადეს - მოსახლეობასთან შეფარდებით დაღუპული ჯარისკაცების პროცენტული მაჩვენებელი უპრეცედენტოა - ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო ქერჩთან - 120 ათასი ქართველი დაიღუპა. 700 ათასი ქართველიდან 224 ათასი სხვადასხვა ორდენითა და მედლით დაჯილდოვდა, ხოლო 164-ს გმირის წოდება მიენიჭა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×