რეზონანსი
09.05.2019

 ქალაქ ახალციხეში, ერთ-ერთ ტოტალიზატორში, 50 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა და სკამიდან გადავარდა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი, მაგრამ ექიმებს კაცი გარდაცვლილი დახვდათ. ის ასპინძის ერთ-ერთი სოფლიდან იყო და ტოტალიზატორში ხშირად დადიოდა.

„მოთამაშე კაცი არ იყო. ლარიანს ჩარიცხავდა და ონლაინ ნარდს თამაშობდა. ხშირად ნასვამი იყო, სახე სულ აწითლებული ჰქონდა. რამდენჯერმე გვითხრა ცუდად ვარო. მგონი, ინფარქტი იყო“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც გარდაცვლილს ტოტალიზატორში ხშირად ხვდებოდა.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×