რეზონანსი
09.05.2019

 ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ საარჩევნო მოსყიდვაზეა საუბარი, თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურბა. მან ჟურნალისტების  კითხვას ირონიულად უპასუხა:

"ყველა საქველმოქმედო ღონისძიება, რაც ბიძინა ივანიშვილს ჩაუტარებია, საარჩევნო მოსყიდვა იყო. დიახ, მე მგონია, რომ ნამდვილად მოსყიდვა იყო. ყველა საქველმოქმედო ღონისძიება, რაც კი ჩაუტარებია ბიძინა ივანიშვილს, ეს იყო საარჩევნო მოსყიდვა. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს საქველმოქმედო ღონისძიებები, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვს გაკეთებული, ეს იყო პარტიული მოსყიდვა", – განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×