რეზონანსი
09.05.2019

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება გვირაბის შემოვლით გზაზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო შეგახსენებთ, რომ რიკოთის გვირაბში, გვირაბის სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმებისა და შესწავლის სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 9 მაისს, დილის 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. გვირაბის გავლით ავტომანქანების გადაადგილება, ასევე, აიკრძალება 9 მაისს 14:00 საათიდან 20:00 საათამდე,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

გვირაბში სარემონტო სამუშაოები 7 მაისს დაიწყო და 9 მაისს დასრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×