რეზონანსი
09.05.2019

 დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 74-ე წელი შესრულდა. ვაკის პარკში ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო, აქციის მონაწილეების ნაწილმა იქ საბჭოთა სიმბოლიკიანი დროშები და პლაკატები მიიტანეს.

პარალელურად აქციაზე იყვნენ, ის პირები, ვინც ვაკის პარკში აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული გიორგი ანწუხელიძის ფოტოები და ანტისაოკუპაციო ტრანსფარანტები მიიტანეს და რუსული ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×