რეზონანსი
08.05.2019

 (რეზონანსი) „სიტყვის თავისუფლება რა დონეზეა გარანტირებული, ეს თქვენი ეთერიდან იღვრება ყოველდღიურად, თქვენც მგონი, ზოგჯერ გრცხვენიათ ხოლმე, მაგრამ იტანთ იმიტომ, რომ რა ქნათ. თუ დედის გინება სიმართლეა, ამ სიმართლით ეცხოვროს მაგინებელს,“ - ასე მიმართა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი „რუსთავი2-ის“ 9%-იანი წილის მფლობელ ნინო ნიჟარაძის სარჩელს გამოეხმაურა. ის ტელევიზიის წინააღმდეგ ხელისუფლების შეტევას კატეგორიულად გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ეს არის სამართლებრივი დავა. სოზარ სუბარის თქმით, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია, რასაც ტელეეთერიდან გინებაც ადასტურებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×