რეზონანსი
08.05.2019

 (რეზონანსი) "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ლარის კურსის მკვეთრ ცვლილებას ეროვნული ბანკის ქმედებას, კერძოდ რეზერვების შევსებას უკავშირებს.

როგორც "ენმ"-ს წევრმა  აღნიშნა, არ არის გამორიცხული ხელისუფლება უცხოური ინვესტიციების შემოდინების მონაცემებს აყალბებდეს და განზრახ აზვიადებდეს, რაც ლარის კურსის ცვალებადობაზე პირდაპირ ისახება.

"წინა მონაცემების გათვალისწინებით, ლარმა გაუფასურების ნაცვლად გამყარება უნდა დაიწყოს, თუმცა სამწუხაროდ გამყარების ნაცვალად ლარი უფასურდება. უკვე მერამდენედ ხდება, როდესაც ეროვნული ბანკი ცდილობს ჩვენს დამშვიდებას ის, რომ ლარის გაუფასურება მოსალოდნელი იყო სხვადასხვა მიზეზების გამო. არ გაითვალისწინეს და მათ უკვე პრიორიტეტად გახადეს ეროვნული ბანკის რეზერვების შევსება და არა, ლარის გაუფასურების გამოსწორებაზე ზრუნვა. რა თქმა უნდა, რეზერვების შევსება საჭიროა, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაკლებად პრიორიტეტული, რადგან ამ მოკლევადიან პერიოდს ლარის გაუფასეურება მომენტალურად მოსდევს." - განცხადა რომან გოცირიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×