რეზონანსი
08.05.2019

როენა ხუცურაული წინასწარი დაკავების იზოლატორში ვერ გადაჰყავთ. არსებული ინფორმაციით,  იზოლატორებში ადგილი არ არის. დაკავებული ამ დრომდე შს სამინისტროს კუთვნილ მანქანაში ზის.  

სავარაუდოდ, ავტომობილში იმყოფება “მამიდასთან” ერთად დაკავებული კიდევ ერთი ქალი.

“კურიერის” გადამღები ჯგუფი იმ ავტომობილთან იმყოფებოდა, სადაც დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანას ელოდებიან.

როენა ხუცურაული, ე.წ. „მამიდა” სხვა ბრალდებულებთან ერთად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ხუცურაულზე თვალთვალი და მიყურადება ერთი თვის განმავლობაში ხდებოდა, გამოძიების მასალებით ის სასტუმროში ფართებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად აქირავებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×