რეზონანსი
08.05.2019

 ლანჩხუთში ხვალ სტალინის ბიუსტის საზეიმო ვითარებაში დადგმას აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ლანჩხუთის მერისთვის დღეს გახდა ცნობილი.  როგორც ალეკო სარიშვილი ამბობს, მისთვის უცნობია თუ ვინ არის ბიუსტის დადგმის ინიციატორი, ან ვისთან შეთანხმებით მიიღეს მათ ეს გადაწყვეტილება. 

"ერთი საათის წინ გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ბიუსტის დადგმას აპირებენ. არ ვიცი,  ეს ვისი იდეა იყო ან ვინ არის ინიციატორი. ლანჩხუთის მერია კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ კანონის ფარგლებში. პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, არ ვარ ამის მომხრე ლანჩხუთში ამ ბიუსტის დადგმას არ ვეთანხმები. ჩემი შეფასებები მაქვს ამასთან დაკავშირებით". 

ბიუსტის ავტორი იური სარჯველაძე ამბობს, რომ ბელადის მონტაჟი დღეს ღამით მოხდება: 

„დღეს ღამით გადავიტანთ და ხვალ 12 საათისთვის გავხსნით საზეიმო ვითარებაში. ის თაბაშირისგან არის დამზადებული, მეტის საშუალება არ გვქონდა, რომ უფრო უკეთესი მასალისგან დაგვემზადებინა. მისი კიდევ ერთხელ განადგურების აღარ მეშინია, რადგან საქმის კურსშია პოლიცია, მერია და ყველა. მით უფრო ტერიტორიას ვიდეოთვალი გააკონტროლებს და ჩვენს სტალინსაც დაიცავს“.

გურიის მოამბე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×