რეზონანსი
08.05.2019

 (რეზონანსი) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

გოგაშვილის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის „მსგავსი ქმედებები უცხო არ არის“.

„ძალიან დიდი მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ მომზადების პროცესში აღკვეთა ეს დანაშაული და ჩემი ოჯახი ფაქტობრივად, განადგურებას გადაურჩა, რადგან მაჩალიკაშვილს ეს ჰქონდა დაგეგმილი. ახლა უკვე პროკურატურაზეა ჯერი და მინდა პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს, ეს ადამიანი როგორ მივიდა ამ დანაშაულის ჩადენამდე და მომზადებამდე. ეს ადამიანი ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ემზადებოდა ამ დანაშაულის ჩასადენად. არ გამჭირვებია ამის დაჯერება, რადგან მქონდა ინფორმაცია, რომ მას შესაძლოა, ეს ჩაედინა. მაჩალიკაშვილისთვის ამგვარი ქმედებები უცხო არ არის. მას აქამდეც ჰქონდა კავშირები იმგვარ დაჯგუფებებთან, როგორიცაა ახმეტ ჩატაევის დაჯგუფება, - განაცხადა გოგაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×