რეზონანსი
08.05.2019

 

 (რეზონანსი) ლარი გაუფასურებას განაგრძობს. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე თბილისის დროით 8 მაისს 12 საათზე კურსმა დოლართან მიმართებაში 2.7360-ს მიაღწია. წლის დასაწყისში დოლარის ღირებულება 2.6727-ს შეადგენდა. 19 თებერვლამდე კურსი 2.6404-მდე გამყარდა. აღსანიშნავია, რომ იანვარ-თებერვალში სებმა სავალუტო ბაზარზე 9 ინტერვენცია განახორციელა და ჯამში ბრუნვიდან $135 მლნ ამოიღო.

მიმდინარე კურსი ყველაზე მაღალია 2018 წლის 9 ნოემბრის შემდეგ როდესაც 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7505 შეადგინა.

ლარისგან განსხვავებით ლირა მცირედით 6.18-დან 6.16-მდე გამყარდა, თუმცა ლარის გაუფასურება მეტწილად სწორედ ლირის ვარდნასა და მისგან გამოწვეულ მოლოდინებს უკავშირდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×