რეზონანსი
08.05.2019

 ზაზა სარალიძის ადვოკატის ნესტან ლონდარიძის თქმით, 7 მაისს, მაშინ, როდესაც გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილის ბრალდების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მათ გამოავლინეს მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე, ზაზა სარალიძე იმყოფებოდა სასამართლო პროცესზე, სასამართლოს შენობაში, სადაც ხორავას საქმეზე მოსამართლე დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას ისმენდა:

„როცა ზაზა თავის საქმეზე ერთ სიტყვას იტყოდა, მეორე სიტყვას ვახაზე ამბობდა. ამიტომ არასწორია, რომ მის მიმართ გაჩნდა ეჭვები, რომ თითქოს ის და მალხაზ მაჩალიკაშვილი ერთად აღარ დგანან. გუშინ, 7 მაისს, სასამართლო სხდომა გვქონდა და მაქსიმალურად ვიყავით დაკავებულები ამ საქმით. საბოლოო პროცესის დასრულებამდე, ზაზა ჟურნალისტებთან ურთიერთობას ერიდება. პროცესი 17 მაისს სრულდება და ახლა განსაკუთრებით რთული პერიოდი დგას“, - ამბობს ნესტან ლონდარიძე.

"რადიო თავისუფლება"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×