რეზონანსი
07.05.2019

 ზესტაფონში, სოფელ ზორვეთში ავტოავარიისას გარდაცვლილ ახალდაქორწინებულ ცოლ-ქმარს მეგობრები ემშვიდობებიან. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ალეკო ბარბაქაძე და მარიამ დოლუაშვილი დაიღუპნენ. ისინი ერთი კვირის დაქორწინებულები იყვნენ. წყვილი წუხელ ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდა:

"რა გვიქენით ეს რომ გაგვანადგურეთ. ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სულები, ჩვენ კი რაღა დაგვრჩენია, გაუძლოთ ამ დიდ ტკივილს. ეს არ უნდა მომხადრიყო. 1 კვირის შექმნილი გქონდათ ოჯახი. ჩემს გულში მუდამ ცოცხლები იქნებით, თქვენს სულს ვეხუტუნე. გული მტკივა, ნუთუ ეს სიმართლეა? ჩემი პიპე აღარა მყავს, ჩემი ძმაკაცი იყავი და დარჩები მუდამ", - წერს გარდაცვლილის მეგობარი ლევან გამეზარდაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×