რეზონანსი
07.05.2019

 ზუგდიდში, ფაიფურის დასახლების ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, 1955 წელს დაბადებული ვ. ს. რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მეზობლებმა სამართალდამცველები გამოიძახეს.

თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. გარდაცვლილის შვილი ამბობს, რომ მამას გული აწუხებდა.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115 – ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მოყვანას გულისხმობს.

(პირველი არხი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×