მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი ნატა მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ თუ მალხაზ მაჩალიკაშვილს შურისძიება უნდოდა აქამდე გააკეთებდა.
"რამდენი ხანია მამა და ჩემი ბიძაშვილი ითხოვენ სამართალს, რომ კანონით დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ჩემი ძმა მოკლა. ისინი 24 საათი ერთად არიან და როგორ ფიქრობთ ამ ყველაფერს ტელეფონით რატომ დაგეგმავდნენ? ის რომ გოგაშვილზე სახლში საუბრები გვქონდა ამას არავინ უარყოფს, მაგრამ არა შურისძიების კუთხით. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე , რომ დამნაშავეებს კანონის წინაშე ეგოთ პასუხი", - ამბობს ნატა მაჩალიკაშვილი და დასძენს, რომ მამამისის ხმა ეცნო, მაგრამ არ სჯერა ჩანაწერის.
მორის მაჩალიკაშვილს ოჯახის ახლობელი მადინა ბაღაშვილი კი ამბობს,რომ ჩანაწერში მისი ხმა არ ისმის და არ სჯერა, რომ ის მსგავს საქმიანობაში მიიღებდა მონაწილეობას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს სკანდალური საუბრის ფარული აუდიო ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც გამოძიების მტკიცებით, მალახაზ მაჩალიკაშვილი მის ძმისშვილს ტერორისტული აქტის მომზადებას ავალებს.