საბერძნეთში ქართველი გოგო, 29 წლის ნათია გვაზავა გარდაიცვალა. იგი დედასთან, ბებიასთან და შვილთან ერთად საბერძნეთში, საკუთარ სახლში ცხოვრობდა. ნათია გვაზავა საბერძნეთში გუშინ ჩაფრინდა და საღამოს გარდაიცვალა. როგორც ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, ის ძილში გარდაიცვალა. გარდაცვლილის ბიძაშვილი ამბობს, რომ ნინი დაახლოებით 15 წელია, რაც ემიგრანტია.
„ძილში გარდაიცვალა, მეტი არაფერი ვიცი, იმის გარდა, რომ იყო კეთილი, უბოროტო ადამიანი იყო… გული აწუხებდა, გული სტკიოდა როგორც ყველა ემიგრანტს. უყვარდა საქართველო… სული ელეოდა სამშობლოზე, ყველას ხელს უწვდიდა დასახმარებლად, ჩემი სისხლი და ჩემი ხორცი", - უთხრა პრაიმტაიმს სოფიო ბანძელაძემ.