რეზონანსი
07.05.2019

სუს-ის მიერ სკანდალური აიდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მალევე დატოვა. რამდენიმე წუთის წინ  მან ტერიტორია ტაქსით დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის სალოცავად წავიდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ კონრეტულად სად წავიდა.

მანამდე კი სუს-ის მიერ მის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ის დიდი ხანია თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოძიებასა და სამართლიანობის აღდგენას უშედეგოდ ითხოვს, სახელმწიფო კი, მის განადგურებას ცდილობს.

მარშალპრესი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×