(რეზონანსი) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს აუდიოჩანაწერს, რომლითაც, როგორც სუს-ში აცხადებენ, დასტურდება მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტული აქტის ორგანიზება.
სუს-ის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერში საუბრობენ მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ძმისშვილი მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილი.
"ეგ აზრები „ვაფშე" თავიდან მოიშორე. შენ თავში რაც უნდა ჩაიდო, ეგ არის რომ გოგაშვილზე უნდა იმუშავო და იმაზე იმუშავე, სად არის, რა არის, სად დადის, სად ცხოვრობს, სად დადის, საიდან მოდის. სოფელში უნდა წახვიდე, მაჩხაანში უნდა წახვიდე, სასაფლაოზე უნდა წახვიდე. მაგის მამის სახელი კლიმენტი არის, უნდა წახვიდე და ეგ საფლავი ნახო, შარშან დაკრძალეს, სად არის საფლავი, ყველაფერი უნდა გაარკვიო, მოაგვარო, დადო, უნდა ვიცოდეთ. სადაც მიდიხარ და მოდიხარ, ის ადგილი არავის არ უნდა უთხრა, არავისთვის არ არის საჭირო თქმა. წეღან როგორც გითხარი, პირველ რიგში, იმ სოფელში ხარ წასასვლელი. საღამოს წახვალ და ტაქსს ნახავ, ტაქსში ჩაჯდები, სანამ იმ ადგილას არ ჩახვალ, არავის არ ეუბნები, რომ წითელწყაროში მიდიხარ. იმ ადგილს სანამ გასცდები, აქ საქმე მაქვსო, ეტყვი და იქ აუხვევ. რომ აუხვევ, სანამ ადგილზე მიხვალ, ჩამოდიხარ და იმ მანქანას უშვებ იქიდან. წითელწყარომდე რა ფასი უთხარი, მისცემ და გაუშვებ.
„შედი იქ, იმ ეზოში, ერთი წელია გასული, წეღან რა სახელიც გითხარი, გოგაშვილი, მაგის ადგილი ნახე, ეგ სად არის დაკრძალული. სად რა შეიძლება, ყველაფერი მე არ უნდა გასწავლო, უკვე აღარ ხარ პატარა. იმ ადგილის მეტი სხვა შანსი არ არის. იქ რომ მოვლენ, იქ უნდა გავანადგუროთ ეგენი, თუ ვინმე შეგხვდა და გითხრა, რას დადიხარ აქო, აქ ერთი ქისტი არის დაკრძალულიო, ეტყვი. სანახავად მოვედი, მართალია თუ არა-თქო.
„გარდა ჩვენ ორისა, არავის არ ადარდებს და არც დაინტერესდებიან, მე ვარ და შენ ხარ. მე და შენ სიკვდილი და გადარჩენა ფეხებზე გვკიდია. არ გვჭირდება. იქ რომ ცხოვრობს თემირლანი, ეგ გვჭირდება მე და შენ. ჩვენ იქ, იმ ადგილას ვართ წასასვლელები. ამიტომ, სხვა დანარჩენი მოაშორე," - ისმის აუდიოჩანაწერში.