რეზონანსი
07.05.2019

 (რეზონანსი) არანაირი ტერორისტული აქტი არც ყოფილა და არც მოხდება - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში მალხაზ მაჩალიკაშვილის მეურლე, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერს.

„ეხლა პირველად მესმის, წარმოდგენაც არ მაქ. მეტი რა უნდა შეთხზან ამ საზიზღრებმა. მაშინ სულელები ყოფილან თუ ტერაქტი მობილურით საუბარში დაგეგმეს. რა ტერაქი რის ტერაქტი. მაგ სახელთან რატომ დააკავშირეს ჩემი შვილი. მზარავს ეგ სახელი.არანაირი ტერორისტული აქტი არც ყოფილა და არც მოხდება. 1 წელია მაგის გულისთვის ვიბრძვით, რომ ჩემი შვილის სახელი ტერორისტის სახელთან არ ასოცირდებოდეს" - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ სუს-მა სავარაუდოდ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმიშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×