რეზონანსი
07.05.2019

 (რეზონანსი) კაცი, რომელმაც ბელიაშვილის ქუჩაზე ავტობუსის მძღოლი ცივი იარაღით დაჭრა, იდენტიფიცირებულია.ამის შესახებ "პირველს" შსს-ში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.რაც შეეხება დაჭრილ კაცს, როგორც "პირველს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება მომხდარის დეტალებს, სატრანსპორტო კომპანიაში მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ინციდენტი მძღოლსა და მგზავრს შორის არ მომხდარა.

ბელიაშვილის ქუცაზე #46 ავტობუსის მძღოლი დღეს ცივი იარაღტ ფეხის არეში დაჭრეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×