რეზონანსი
07.05.2019

 (რეზონანსი) „ავტობუსში ამოვარდა, წვრილი დანა გააძრო და დაარტყა მძღოლს", - ამის შესახებ „პრაიმტაიმს ავტობუსის (№46) მგზავრმა განუცხადა. მისივე თქმით, უცნობი პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „ავტომობილის მძღოლი მეორე ზოლში ქმნიდა საავარიო სიტუაციას. პირველად ავტობუსის მძღოლმა დაუსიგნალა, ავტომანქანის მძღოლმა ხელების შლა და გინება დაიწყო. შემდეგ გზა ისე ჩაკეტა, რომ ავტობუსი გაჩერებაზე ვერ ჩერდებოდა. ავტომობილის მძღოლმა ავტობუსის მძღოლს აგინა, რის შემდეგაც მანქანის მძღოლი გადმოხტა მანქანიდან და ამოვარდა ავტობუსში, დაიწყო ავტობუსის მძღოლისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ექაჩებოდა მკლავზე - ჩამოდიო. ჩემი მეუღლე აშველებდა, რა დროსაც უცხო მანქანის მძღოლმა წვრილი დანა გააძრო და დაარტყა მძღოლს, ლამის გიორგის მოხვდა და ამ გაშველებაში ეჭვმიტანილი გაიქცა - ამბობს მგზავრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×