რეზონანსი
07.05.2019

 (რეზონანსი) „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ინფორმაციით, #46 ავტობუსის მძღოლი კერძო მანქანის მძღოლმა დაჭრა.როგორც „ინტერპრესნიუსს" კომპანიაში განუცხადეს, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

„შელაპარაკება არ მომხდარა მგზავრსა და მძღოლს შორის. მძღოლი კერძო ავტომობილის მძღოლმა დაჭრა ცივი იარაღით. შემთხვევა ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი მძღოლი გადაყვანილია საავადმყოფოში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის შედეგად მხოლოდ ერთი პირი, ავტობუსის მძღოლია დაჭრილი", - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს" „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში".ცნობისთვის, დიღმის მასივში #46 ავტობუსის მძღოლი ცოტა ხნის წინ დაჭრეს. შსს უარყოფს ინფორმაციას, რომ შემთხვევის ადგილზე იყო გასროლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×