რეზონანსი
07.05.2019

 (რეზონანსი) ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში მოხდა. ერთმანეთს "ფორდი"-ს მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი და "მერსედესი"-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

შეჯახების დროს მიკროავტობუსში მგზავრები იმყოფებოდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

არსებული ინფორმაციით ორივე ავტომობილის მძღოლი აცხადებს რომ შუქნიშნის მწვანე ფერზე გაიარა.

დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებები ევაკუატორით შესაბამის ავტოსადგომზე გადაიყვანეს.

(ინფორუსთავი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×