რეზონანსი
07.05.2019

 პოლიციამ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზების კიდევ ერთი სქემა გამოავლინა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 7 პირი, მათგან ოთხი ერთი ოჯახის წევრია: დედა, მამა და ორი შვილი.

შვიდივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. მათ 8-დან 20 წლამდე ანდა უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები, რომელიც 2000-ზე მეტ შეკვრად იყო დაფასოებული, ასევე ამოღებულია დიდი რაოდენობით თანხა.

ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისის სხვადასხვა უბნებში არსებულ სამალავებში ინახავდნენ, შემდეგ ასურათებდნენ და მყიდველებს ფოტოებს ინტერნეტით უგზავნიდნენ, თანხას კი მათ მიერ დარეგისტრირებული ორგანიზაციის ანგარიშზე იღებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×