რეზონანსი
07.05.2019

 კახეთში შვილის, რძალისა და 2 მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ბრალი უკვე წარუდგინეს. შემთხვევის დეტალებს თვითმხილველები იხსენებენ, გამოითქვა ვარაუდი, რომ მკვლელობა სხვამ ჩაიდინა.

"ჯერ ესროლეს დიდ ქალს, მერე რძალმა დაიძახა დედამთილი ცუდადაო, ჩემი ცოლი მიდიოდა შევიდა ოთახში. მე წამოსვლას ვაპირებდი სახლისკენ, სროლის ხმა გაისმა და დავინახე წაქცეული ჩემი ბიჭი. წავედი სირბილით სანამ მე მანძილს დავფარავდი თავის შვილი მივარდა რა მოგივიდაო, ისიც წაიქცა. 10 გასროლა მაინც მოხდა და ქალის ტირილიც შეწყდა. ჩემი შვილი და ცოლი მოკლეს, როგორც მოწმეები და ისინი რატომ დახოცეს. თან ამდენს მარტო 85 წლის კაცი მოახერხებდა? არ ვიცი" - აცხადებს ყანდაურას მკვიდრი, რომლის ცოლ-შვილიც სასტიკ მკვლელობას შეეწირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×