რეზონანსი
07.05.2019

 დატბორილ მუნიციპალიტეტებში კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მეხანძრე- მაშველები მუშაობას საგანგებო რეჟიმით განაგრძობენ.

ბოლო ინფორმაციით, ამ დრომდე თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია. ადიდებული მდინარე ალაზანი მაგისტრალზე გადმოვიდა, რის გამოც პოლიცია 132-კილომეტრიდან 134 -ე კილომეტრამდე მგზავრებს არ ატარებს.

უსაფრთხოებას მიზნით ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც წყლის დონე დაიწევს.

5 მაისის ღამეს გადაუღებელი წვიმის შედეგად კახეთში მდინარეები ადიდდა. დატბორილია ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების სოფლები.

(იმედინიუსი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×