რეზონანსი
07.05.2019

 ანსამბლ „სუხიშვილების“ დირექტორმა და მთავარმა პროდიუსიერმა – ნინო სუხიშვილმა, ტელევიზია „ერთსულოვნების" ეთერში 17 მაისთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან 17 მაისს სამების ტაძართან გამართულ კონცერტზე ისაუბრა.

„მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგევარ იქ სადაც ჩემი ეკლესია დგას!" – განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

მისი თქმით, სამების წინ კონცერტი ძალადობა არ არის და მისთვის დიდი პატივია კონცერტში მონაწილეობა.

"კონცერტი ჩემთვის არანაირი ძალადობა არ არის და არანაირი აგრესია არავის მიმართ. ჩემთვის პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება. ჩემთვის ეკლესია არის სიკეტე და სიყვარული", - განაცხადა სუხიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×