რეზონანსი
06.05.2019

 (რეზონანსი) ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 77 წლის ასაკში ვაჟა-ფშაველას (ლუკა რაზიკაშვილის) შთამომავალი თამარ (გულიკო) რაზიკაშვილი გარდაიცვალა.

თამარ რაზიკაშვილი ვაჟა-ფშაველას მეორე მეუღლესთან - თამარ დიდებაშვილთან შეძენილი შვილის, მწერალ ვახტანგ რაზიკაშვილის ქალიშვილი იყო.

თამარ (გულიკო) რაზიკაშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე ძმები რაზიკაშვილების სახელობის მუზეუმს. ის ასევე მუშაობდა ლიტერატურის მუზეუმში.

თამარ (გულიკო) რაზიკაშვილს 7 მაისს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. მანამდე, ვაკის სასაფლაოზე მდებარე სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

(2020 ნიუსი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×