რეზონანსი
06.05.2019

 (რეზონანსი) საწვავის საცალო ქსელში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნავთობპროდუქტები ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ ლიტრზე 10-15 თეთრით გაძვირდა.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია საშუალოდ 13.52 დოლარით/ბარელზე ანუ 23.6%-ით და დღეისათვის შეადგენს 70.85 დოლარს/ბარელზე.

რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, ის ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად იზრდება. კერძოდ, ბენზინის ფასი წლის დასაწყისიდან გაზრდილია დაახლოებით 199.5$-ით/ტონაზე ანუ 42.1%-ით 672.75 დოლარამდე/ტონაზე, ხოლო დიზელის ფასი გაზრდილია დაახლოებით, 136.5$-ით/ტონაზე ანუ 27.0%-ით 642.50 დოლარამდე/ტონაზე.აღსანიშნავია ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რომელთანაც პირდაპირ კავშირშია საცალო ქსელში არსებული საწვავის ფასი. კერძოდ, წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,6727 ერთეულს და დღეისათვის მისი გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 2,7070 ერთეულს.

(BMG)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×