რეზონანსი
06.05.2019

 (რეზონანსი) ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი დანარჩენ საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარს კეტავს. ამის შესახებ სააგენტო „რეს"-ი „რესპუბლიკის" დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის დაყრდნობით იუწყება.

ე.წ. საზღვრის დაკეტვა 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის აღსანიშნავ ღონისძიებებს უკავშირდება.

დეფაქტო უწყების ცნობით, „საზღვარი" 8 მაისის 20:00 საათიდან დაიკეტება, რა დროსაც მოქალაქეების გატარება აიკრძალება. დე ფაქტო ხელისუფლება „საზღვრის" გახსნას 10 მაისს, 06:00 საათზე აპირებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×