რეზონანსი
06.05.2019

 (რეზონანსი) ხაშურში ექვსი თვის ბავშვი გარდაიცვალა. ამბავი 4 დღის წინ მოხდა, თუმცა ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მშობლებმა სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გარდაცვლილი ჩვილი მიიყვანეს, მედ-პერსონალმა კი პოლიცია გამოიძახა.

რა გახდა ახალშობილის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის მშობლები სასმელდამოკიდებულები არიან და მას სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ. მათ კიდევ 5 შვილი ჰყავთ.

მომხდარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საგულისხმოა საქმისთვის მინიჭებული კვალიფიკაციაც - სსკ 116-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×