რეზონანსი
06.05.2019

 (რეზონანსი) სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ვაჟი შეეძინათ. ახალშობილის წონა 3,300 კილოგრამია. დედა და პატარა თავს კარგად გრძნობენ, პრინცი ჰარი მათ გვერდით იმყოფება.

სამეფო წყვილი შვილის სახელს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ის გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედის მერვე შვილთაშვილი იქნება.

ჰარისა და მეგანის შვილი რიგით მეშვიდე იქნება მათ შორის, ვისაც შესაძლოა სამეფო ტახტი ერგოს.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 2018 წლის მაისში დაქორწინდნენ. სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ოქტომბერში გამოაცხადეს, რომ ბავშვს ელოდებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×