რეზონანსი
06.05.2019

 (რეზონანსი) "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში ზესტაფონის ცენტრალური მოედნის ვიდეო გაავრცელა. მისი თქმით, ვიდეოში ჩანს, როგორ ყრიან მუშები მათ მიერვე დაგებულ ქვაფენილს, რადგან ხელფასი არ გადაუხადეს.

როგორც ირკვევა, სკვერის ის ნაწილი, სადაც ფილაქანია აყრილი, მერიამ გადაწყვიტა, რომ მწვანე საფარით შეცვალოს. ფაქტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, დავით მაღრაძემ დაადსატურა.

"ლევან ხაბეიშვილის მიერ ყოფილა ეს კადრები გავრცელებული და კარგი იქნებოდა, გადაემოწმებინათ, სინამდვილეში რა ხდება. ეს არის "ნაცმოძრაობის" ხელწერა. თუმცა სიმართლე სულ სხვაა. საუბარია 2 ლოკაციაზე - პირველი არის ვიდეო, რომელიც შეეხება ცენტრალურ მოედანს, სადაც მუშები ფილაქანს ყრიან. ეს ფილები მათ ჩვენ ავაყრევინეთ, რადგან ის უხარისხო და პროექტთან შეუსაბამო იყო. აქ მომუშავე კომპანიასთან კი მერიამ რამდენიმე დღის წინ საერთოდ გაწყვიტა ხელშეკრულება, რადგან მან, გადავადების მიუხედავად, ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.

ხოლო რაც შეეხება საკათედრო ტაძრის წინ მდებარე სკვერის ნაწილს, სადაც ფილებია აყრილი - ეს, ასევე, ჩვენი გადაწყვეტილებაა. ის მთლიანად უნდა ავიღოთ და მწვანე საფარით ჩავანაცვლოთ, რასაც ჩვენი კეთილმოწყობის სამსახური გააკეთებს და მასზე დამატებითი თანხები არ გამოიყოფა", - განაცხადა დავით მაღრაძემ "კვირასთან" და დაამატა, რომ იგივე სახის რეკონსტრუქცია აღმაშენებლის ქუჩაზე კიდევ ერთ სკვერს ჩაუტარდება.

სამუშაოების მწარმოებელმა, ზაზა ჩუბინიძემ დაადასტურა, რომ ფილები ცენტრალურ მოედანზე სწორედ იმის გამო აყარეს, რომ ის მონიტორინგის სამსახურმა დაიწუნა.

"ხელფასების ნაწილ თანამშრომლებს სრულად აქვს აღებული, ნაწილს კი - სანახევროდ. თუმცა ინფორმაცია, რომ მუშებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, უხელფასობის გამო აყარეს ფილები, სინამდვილეს არ შეესაბამება. ვადასტურებ, რომ ფილების ხარისხი დაგვიწუნეს. პროექტში მოცემული იყო ზომა 10 X 10 X 10, ზოგი აღმოჩნდა დეფექტიანი და აგვაყრევინეს. ეს არის სინამდვილე", - განაცხადა ზაზა ჩუბინიძემ "კვირასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×