რეზონანსი
06.05.2019

 (რეზონანსი) ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ქობულია ცუდად მართავდა სამინისტროს. მე არ ვიცი, არ მესმის, რას ნიშნავს ეს და ვერავინ ამიხსნა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ექს-მინისტრმა გიორგი ქობულიამ განუცხადა.

ქობულიას თქმით, სამინისტროს ცუდად არ მართავდა და თუ ვინმე დაინტერესდება, რა გაკეთდა მისი მინისტრობის დროს, მზადაა ანგარიში წარადგინოს.

„თუ ვინმე დაინტერესდება, რა და როგორ გაკეთდა ჩემი მინისტრობის პერიოდში, განსაზღვროს ცუდი იყო თუ კარგი, მე მზად ვარ, ანგარიში წარვადგინო, მაგალითად, პარლამენტში, თუ არ დაინტერესდებიან, მე არავის არაფერს ვთხოვ," - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ამასთან, კითხვაზე, რამდენადაა მოსალოდნელი, რომ მისი გათავისუფლების დამატებით დეტალებზე ისაუბრობს, ქობულიას თქმით, „შესაძლებელია და საკითხს გააჩნია".

„შესაძლებელია, გააჩნია საკითხებს, თუმცა არის რაღაც ნიუანსები, რაზეც თავიდანვე ვთქვი, რომ ლაპარაკი არ მინდა და არ ვაპირებ," - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×