რეზონანსი
06.05.2019

 (რეზონანსი) შერემეტევოს აეროპორტში მომხდარმა ტრაგედიამ 41 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ყველა მათგანისთვის მოსკოვი-მურმანსკის რეისი უკანასკნელი აღმოჩნდა.

რუსული მედია დაღუპულების ადამიანურ ისტორიებს აქვეყნებს.

ალბინა პილიპჩუკი

გოგონამ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ერთ-ერთ კომპანიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად დაიწყო მუშაობა. ის მოსკოვში მეგობართან ერთად სამსახურებრივ საქმეებზე იყო ჩასული, მაგრამ, უკან დაბრუნება აღარ ეწერა. მურმანსკში მას მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა.

მიხეილ ზენინი

დაღუპულთა შორის არის 24 წლის მიხეილ ზენინი. საბედისწერო დღეს ის მივლინებაში მიდიოდა. ის იურისტი იყო.

ალექსანდრ ვიცნაროვსკი

24 წლის ალექსანდრე მოსკოვიდან მშობლიურ მურმანსკში სწავლის დასრულების შემდეგ ბრუნდებოდა. უყვარდა როკი და მოგზაურობა. მეგობრებს იმედი აქვთ, რომ ის დაღუპული კი არა, დაკარგულია.

ალექსეი სმირნოვი

დაღუპულთა სიაში ისიც აღმოჩნდა. მისი დაღუპვის შესახებ ცნობა მეგობრებმა გაავრცელეს.

ანდრეი და კატერინა ჩუპრუნოვები

შერემეტევოში დაიღუპა ცოლ-ქმარი, რომლებიც მაისის დასვენებების დროს დედაქალაქში დასასვენებლად წავიდნენ და 5 მაისს უკან უნდოდათ დაბრუნება. ანდრეი ეკოლოგი იყო, ეკატერინა კი - ისტორიის მასწავლებელი. კაცს დარჩა ავადმყოფი დედა, რომელსაც ახლა ვერავინ მოუვლის.

ალიონა მარტინოვა

დაღუპულთა სიაში აღმოჩნდა მურმანსკის ოლქის საშინაო პოლიტიკის და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ალიონა მარტინოვა. ახლობლები სოციალურ ქსელში აღწერენ „ტანმორჩილ და თხელ, მაგრამ ძლიერ და გამბედავ" ქალად.

ევგენი და სოფია ნოვიკოვები

მურმანსკელი ექიმი ევგენი ნოვიკოვი თვითმფრინავში შვილთან, სოფიასთან ერთად იყო. ახლა ორივე დაღუპულთა სიაშია. სოციალურ ქსელში მეგობრები მას „ღვთიურ ექიმად" მოიხსენიებენ.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×