რეზონანსი
06.05.2019

 (რეზონანსი) უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პროკურატურაში დაიბარეს.

როგორც ადგილობრივ მედიას გენერალურ პროკრატურაში განუცხადეს, პოროშენკოს დაკითხვა ევრომაიდნის აქტივისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების ფარგლებში სურთ.

პოროშენკოს სავარაუდოდ 7 მაისს დაჰკითხავენ.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოროშენკოს გენერალურ პროკურატურაში იბარებენ. 2016 წლის ნოემბერში უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ჩვენება ამავე საქმეზე მისცა, თუმცა დაკითხვის პროტოკოლს მან ხელი არ მოაწერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×