რეზონანსი
06.05.2019

 ზესტაფონის კლინიკა "ფერომედში" რეანიმაციული განყოფილება გაიხსნა. მაღალტექნოლოგიური აპარატურითა და მონიტორული კონტროლის სისტემით აღჭურვილი 14 პაციენტზე გათვლილი პალატებიდან, ერთი პალატა ბავშვებისთვის და ერთიც ინფექციური პაციენტებისთვისაა გათვალისწინებული.

კლინიკის დირექტორის, კოტე ქავთარაძის ინფორმაციით, რეანიმაციული განყოფილების არ არსებობის გამო, ხშირად პაციენტების გადაყვანა სხვა კლინიკებში იყო აუცილებელი, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების რისკს ზრდიდა. მისივე თქმით, ამჟამად, პაციენტებისათვის ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მათ ადგილზევე გაეწიოთ გადაუდებელი, რეანიმაციული დახმარება.

„კლინიკა "ფერომედში", ამ დრომდე, რეანიმაციული განყოფილება არ არსებობდა. ამ პრობლემის გამო, პაციენტების სხვადასხვა დაწესებულებაში გადაყვანა ხდებოდა, რაც სხვადასხვა გართულების რისკს ზრდიდა. მოგეხსენებათ, ხშირ შემთხვევაში, დროს და ოპერატიულად მოქმედებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განყოფილების შესაქმნელად, კლინიკაში რამდენიმე პალატა მთლიანად გარემონტდა და თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა. უკვე ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ პაციენტს ადგილზევე გაეწიოს შესაბამისი დახმარება, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ კლინიკა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებს შესაბამისად მოემსახუროს", - განაცხადა კოტე ქავთარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×