რეზონანსი
06.05.2019

 (რეზონანსი) რუსთავის საქალაქო სასამართლომ  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ბრალდებული, ირანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ირანის რესპუბლიკის მოქალაქეებმა პ.გ.-მ და ს.გ.-მ უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და სხეულში დამალვის გზით, 2018 წლის 4 დეკემბერს უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში. პ.გ.-მ 8 აბი (0.1922 გრ.) ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი’’ და 51,3823 გრ. „ჰეროინი’’, ხოლო ს.გ.-მ 51,2325 გრ. ,,ჰეროინი’’.

სამართალდამცველებმა ორივე პირი იმავე დღეს ქ. რუსთავში დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ პ.გ.-მ და ს.გ.-მ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით 16-16 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×