რეზონანსი
06.05.2019

 

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ ტელეკომპანია "იმედის" რუბრიკაში „პირადი ნივთები“ კითხვაზე რა აკავშირებს მას და თურქ მსახიობ მურატ ილდირმს ჰყვება, რომ ცხოვრებაში თავიდან ბოლომდე მხოლოდ ერთი სერიალი აქვს ნანახი და  სერიალში „სიყვარული და სასჯელი“ ილდირიმი სავაშ ბალდარის როლს ასრულებს. 

„მაშინ ფეხზე გავიკეთე ოპერაცია და ვიწექი მთელი თვე და ამ დროს გადიოდა ეს ფილმი. ჩამოსული იყო და ვუთხარი რომ ერთადერთი შენი სერიალი მაქვს ნანახითქო და ფოტოც გადავიღეთ“, – ჰყვება დეპუტატი.

მაღრაძის თქმით, ილდირიმი ეკრანზე უფრო სიმპათიურია. „რა ტიპსაც თამაშობს ისეთი ტიპები მომწონს: თავის თავში დარწმუნებული, რისკიანი, ძლიერი, გადაწყვეტილების მიღება რომ შეუძლია და ეს ყველას მოსწონს მგონი“, – ჰყვება გუგული მაღრაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×